წესები და პირობები
მხარეთა უფლება–მოვალეობები
კომპანიის ვებ-გვერდზე შეკვეთის/შეძენის განხორცილებისას თქვენ, როგორც მომხმარებელი, იცავთ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს. კერძოდ:
- წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას იმისთვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.
- იღებთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ მოწოდებული პირადი მონაცემების სანდოობასა და სიზუსტეზე.
- იძლევით გარანტიას, რომ ის საბანკო ბარათი, რომლის დეტალებსაც გვაწვდით, იყენებთ მას მართლზომიერად, წარმოადგენს თქვენ პირად საბანკო ბარათს და მასზე განთავსებულია საკმარისი ოდენობის თანხა გადახდის ოპერაციის განსახორციელებლად.
- დაიცავთ ინტელექტუალურუფლებებს.
- არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და ნებისმიერი მიზნებისთვის, კომპანიასთან შეუთანხმებლად.
- არ წარმოადგენთ თავს სხვა პირად ან/და არ გამოიყენებთ სხვა პირის პირად მონაცემებს.
- არ განახორციელებთისეთ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ გვერდის ან/და მომსახურების გამართულ მუშაობას.
- არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგბა საქართველოს კანონმდებლობას და ამ შეთანხმებას.
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ:
- დავიცავთ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს.
- ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენი შეკვეთის და გადახდის დეტალები იყოს დაცული.
- შთანხმებაში არსებული ვადების დაცვით მოგაწვდით შეძენილ ნივთებს თქვენს მიერ მითითებულ (შეთანხმებულ) მისამართზე.
- არ განვახორციელებთ ისეთ ქმდებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ ხელშკრულებას.
- თუ მიტანის სერვისი და/ან ნივთები არ არის ხელმისაწვდომი, ჩვენ ამის შესახებ გაცნობებთ SMS-ით ან სატელეფონო ზარით, ვებგვერდე რეგისტრაციის ან შეკვეთის განხორცილების დროს თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას უმალვე.
პროდუქციის ყიდვა
- პროდუქციის შესასყიდად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პროდუქციის შესაბამის გვერდზე განთავსებულ ინსტრუქციას. მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსებისთანავე, მაღაზია უკავშირდება ნივთის გამყიდველ მაღაზიას, რათა დაარეზერვოს მომხმარებლის მიერ შეკვეთილი ნივთი. იშვიათ შემთხვევებში მაღაზიამ შესაძლოა უარი თქვას ნივთის დარეზერვებასა და შეკვეთის შესრულებაზე მარაგების არარსებობის ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო. ასეთ შემთხვევაში მომხმარებლის შეკვეთა უქმდება. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს შეკვეთაში აქვს რამდენიმე ნივთი, შეკვეთა გაუქმდება ნაწილობრივ (გაუქმდება მხოლოდ იმ ნივთების შეკვეთა, რომელიც არ არის მარაგში). შეკვეთის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების შემთხვევაში dotts.ge-ის წარმომადგენელი დაუყონებლივ დაგიკავშირდებათ.
არასრულწლოვანი პირები
- ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.
- ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე, ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.